მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! – გიგი უგულავა ნიკა მელიას დაკავებაზე

ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით! – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

„ორი ძირითადი საკითხია, რომელზეც დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ ხელისუფლება ბოლომდე გავიდა გონს, გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და ნიკა მელიას დაპატიმრები გადაწყვეტილება მიიღო, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და პოლიტიკური ოპოზიციის პოზიციაც ასეთია – ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მას მოუწევს ფიზიკურად ბევრი ადამიანის დაპატიმრება, სანამ ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს. ასევე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით. ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო, ხელისუფლება გვეუბნება, მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ეს აბსოლუტურად კანონიერია, ეფუძნება კონსტიტუციას, უკანონო არის გავრილოვის ხარკის გადახდა, გირაოს დაწესება, 20 ივნისის გამოძიება, იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არის ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა, მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და ამ ფონზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკიო. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოების მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო