მოვუწოდებთ პარტიების წევრებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების აღსრულებაში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტიებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაკავებაში შსს–ს წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ.

“საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის – ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით”, – წერია უწყების განცხადებაში.

დღეს სამართალდამცველები ნიკა მელიას დასაკავებლად ნაციონალური მოძრაობის ოფისში არ შეუშვეს.

არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა – ბოჭორიშვილი სანაიაზე

"არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა",- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას. "ნუ...

ვახო სანაიას გადასაწყვეტი უნდა იყოს, მოძალადეები ციხეში ისხდებიან თუ არა – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვახო სანაიამ და მისმა ოჯახის წევრებმა თავად...

სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის...

თავდამსხმელები არიან ქოცების ჭეშმარიტი სახე, მოეკითხებათ მწარედ – გვარამია სანაიაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების წამქეზებლური განცხადებების...

თავდამსხმელები დღეს ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო – ვოლსკი სანაიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახო სანაიაზე თავდასხმას ოპოზიციური მედიის კრიტიკით პასუხობს. " კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და უარს...

წარმოუდგენელია, ხელისუფლებას რამე ჩარევა ჰქონდეს – ზავრადაშვილი სანაიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლება...

გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს – EMC შსს-სა და პროკურატურას

EMC ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ტელეწამყვანზე, ვახო სანაიაზე და მისი ოჯახის წევრებზე ძალადობრივი თავდასხმის ფაქტს. "მნიშვნელოვანია,...

აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალი” წაიკითხეს (ვიდეო)

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც საელჩოს თანამშრომლები...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო