მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე – მალხაზ სონღულაშილი

“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე”- საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიული კონსტიტუციების დედად ითვლება, ორი სიტყვით იწყება და ეს ორი სიტყვა არის საძირკველი არა მარტო ამერიკული, არამედ ყველა დემოკრატიისა. ეს სიტყვებია: „ჩვენ, ხალხი.“

ხალხი ზოგადად და ადამიანი კონკრეტულად არის უზენაესი ღირებულება, რომელსაც ემსახურება ყველაფერი: სახელმწიფო, მთავრობა, პარლამენტი, პოლიცია… ხალხის სახელით ადამიანის შეურაცხყოფა დამახასიათებელია ყველა ორიენტაცია-დაკარგული ხელისუფლებისა და რეჟიმისა, რომლებსაც მომავალი არა აქვთმოვუწოდებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე და კონფრონტაციულ რიტორიკაზე.

ხელისუფალმა თავის ძალა გამოავლინოს შერიგებისათვის ბრძოლაში, კომპრომისების ძიებაში, თითოეული ადამინის კეთილდღეობაზე ზრუნვაში, პანდემიის შედეგების ლიკვიდაციაში, საფუძვლიანად მორყეული ეკონომიკის აღდგენაში და არა ძალადობაში და განსხვავებულად მოაზროვნე ძალების დევნაში, რაც უმწეობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ძლიერებაზე. ყველას უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ სიძულვილსა და მტრობას ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავადგეთ ეროვნული თანხმობის გზას, სანამ გვიანი არ არის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.