“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო,”
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს და ქვეყნის ინტერესები დაიცვას.