მოვუწოდებ მსოფლიოს, შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს – გიორგი გახარია გაეროს ასამბლეაზე

“საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე განაცხადა.

“აქ, გაერო-ს შტაბ-ბინაში, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების 20% – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დღესაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს უკანონო ბორდერიზაციას, პროვოკაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ინტენსიურად არის გამოყენებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, მათ შორის, დეზინფორმაციული შეტევები პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტზე – რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე. სამწუხაროდ, რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფას. უკანონო სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის – მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფონზე, ოკუპაციის მძიმე ფასის გადახდა, პირველ რიგში, უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიან – დაკარგული აქვთ წვდომა საკუთარ კარ-მიდამოზე; უწევთ ცხოვრება რეალობაში, სადაც გადასასვლელების ჩაკეტვა, ოჯახების კიდევ უფრო დაშორება ყოველდღიურობაა; სადაც მათ წართმეული აქვთ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, წვდომა ელემენტარულ სამედიცინო სერვისებზე. ადგილი აქვს ადგილობრივების გატაცებას, წამებას და მკვლელობას. აუცილებლად უნდა გაგახსენოთ ჩვენი მოქალაქეების – გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარულის სახელები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას! საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება,”- განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაცვის მხარის...

რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, 1 პირი დაიღუპა – პროკურატურა

ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე 28 ნოემბერს მიკროავტობუსს შეეჯახა, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და...

“საია” ფიტნესკლუბ Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  (საია) ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის - Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც...

ქუჩაში 65 წლამდე კაცი გარდაიცვალა, სასწრაფომ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო

65 წლამდე ასაკის მამაკაცი გორის ცენტრალურ - სტალინის - გამზირზე ისე გარდაიცვალა, რომ სასწრაფო-სამედიცინო...

საახალწლო პროდუქციის გაყიდვას “სუფთა სახლის” მსგავსად, “ფრესკოსაც” უკრძალავენ

მაღაზიათა ქსელებს  "სუფთა სახლს" და "ფრესკოს" საახალწლო პროდუქციის გაყიდვა აკერძალათ. დამადასტურებელ ფოტოს ერთ-ერთი  მომხმარებელი,...

ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს  გამოძიება...

გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა – ჩიხლაძე

"გამყრელიძე ქართული ოცნების აქტივისტად და დანამატად გადაიქცა"- ამის შესახებ, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო...

საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ – ფერაძე მეყვავილეების აქციაზე

"საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ "- ეს განცხადება, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა...

სხვა სიახლეები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ იკრძალება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ე.წ. “ბასლეინებზე“ ავტომობილების მოძრაობა კვლავ დაუშვებელია. მოთხოვნა იმის შესახებ,...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო