მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ხაშურში 51 წლის კაცი დააკავეს

ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. კაცი მოზარდს დანით ემუქრებოდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა. მამაკაცი დაკავებულია. შსს–ს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

რეგიონული გამოცემა “მოზაიკას“ ინფორმაცით დაკავების დროს მამაკაცს თან დანა უპოვეს.  სექსუალური ძალადობა რამდენჯერმე მოხდა.

დაკავებულის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.