მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის, რიგგარეშე არჩევნები ერთ-ერთი თემა უნდა იყოს – ევროპარლამენტარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

“ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელში მეტი შესძლებლობები გვექნებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს” – ასე აფასებს,  საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რასა იუკნევიჩენე.  მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი,  ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებაა და  “გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა.”

“მე ვხედავ რომ სიტუაცია უარესდება და კრიზისი ღრმავდება ამ სიტუაციიდან  გამოსვლის გზა პირველ რიგში არის მოლაპარაკებები. მე იმედი ამქვს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი ხალხი არსებობს ორივე მხარეს, თუმცა გაცილებით, უფრო მეტად პასუხისმგებლობის გამოჩენა მოეთხოვება მმართველ პარტიას, როდესაც ასეთი კრიზისია ეს ყველგან ასეა.

ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ კრიზისის მიზეზი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდება. ჩვენთვის ეს საკამოდ უცნაურია. გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირონ ნიკა მელია, როდესაც ამის მიზეზი გავრილოვის საქმეა. ეს ყველაფერი კრემლთან არის დაკავშირებული, რომლესაც ინტერესები და გავლენა აქვს საქართველოში. ასე რომ, აქ, ევროპარლამეტში საქართველოდან ცუდი ამბები მოგვდის და ბევრი კითხვა რჩება პასხგაუცემელი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის ხელში მეტი შესძლებლობები გვექნებოდა ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა საქართველო ძალიან ცუდ ნაბიჯებს დგამს.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს მხარეებს შორის. რიგგარეშე არჩევნები კი ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უნდა იყოს, რადგან ამან, შესაძლოა, ყველაფერი საბოლოოდ მოაგვაროს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს კარგი შესაძლებლობა იქნბოდა. ახლა პარლამენტი ფუნქციური არ არის, რადგან ოპოზიცია არ მონაწილეობს მის მუშოაბაში. ახლა ამას ახალი დაპატიმრებაც ემატება, რაც პოლიტიკურ ტემპერატურას ზრდის, ეკონომიკაც ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ, მე რომ თქვენი მმართველი პარტიის წევრი ვიყო, რა თქმა უნდა, სწორედ ამას გავაკეთებდი”, – განაცხადა რასა იუკნევიჩენემ “მთავართან” საუბრისას.

დიალოგი გაგრძელდება, მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მხარეებს კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდათ. მისი...

ფაშინიანი ოპოზიციას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი პოლიტიკური...

“სიაში არ ვარ” – გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში არ შეუშვეს

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს. მისი განმარტებით,...

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ კრის სოჩა ნაციონალური მოძრაობის ლობისტია

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი,...

მოლაპარაკებები იწყება ახლა, ვერსალის ზავი იქნება – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იგივე გზავნილებს გააჟღერებს, რაც...

პლებისციტი არის მიუღებელი, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე მივიდა. მისი თქმით, მისთვის პლებისციტი მიუღებელია. "აუცილებლად...

კოვაქსის მიღმა დაჯავშნილი გვაქვს ვაქცინის 100 000, 150 000, 500 000, მილიონი დოზა –...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს დაჯავშნული აქვს 100, 150, 500 ათასი და...

შარლ მიშელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას პრეზიდენტი უმასპინძლებს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიციისა და პრემიერ–მინისტრის შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო