მთავარია, რომ ჩვენ ყველას, ქვეყანას და საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს – მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს. არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.