მონაა თუ მხევალი, ამ ეპითეტებით ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს – ვოლსკი მელიას

”მონაა თუ მხევალი, ამ ეპითეტებით ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს”- “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლკსი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პასუხობს.

“ფიქრობს, რომ რაც მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის, მონაა თუ მხევალი, აი ამ ეპითეტებით დატვირთავს თავის კომენტარს, ის რეალობა არ გაქრება, რაც არსებობს. ფაქტია, რომ სწორედ მაშინ, როცა პოლიტიკურად გაუჭირდა ნაცმოძრაობას, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და იქნებ როგორმე ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან მის გარშემო”, – თქვა გია ვოლსკიმ.