მორიგი სანქციები რუსული “ტროლების ქარხნის“ დირექტორს და შეფასებები ვაშინგტონიდან

გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ევგენი პრიგოჟინს, მის კომპანიებს და მათთან ერთად კიდევ ორ პირს მორიგი სანქციები დაუწესა. ყველა მათგანი ე.წ „ვაგნერის დაჯგუფებასთანაა“ დაკავშირებული. ამერიკამ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც აფრიკაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის დაჯგუფებამ“ ლიბიის დედაქალაქში, ტრიპოლის ირგვლივ ტერიტორია დანაღმა.

ეკონომიკური სანქციები ყველა იმ პირს და ბიზნესს შეეხო, ვისაც ახლო კავშირი აქვს ევგენი პრიგოჟინთან. პრიგოჟინი ბიზნესმენი და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. მას ხშირად მოიხსნებენ, როგორც “პუტინის შეფსაც”, ვინაიდან პრიგოჟინი კრემლისა და რუსული სამთავრობო უწყებებისთვის სარესტორნო მომსახურების უზრუნველყოფაში იყო ჩართული.

ითვლება, რომ პრიგოჟინი, რომელიც სამხედრო დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, სწორედ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებითა და ხელშეწყობით, ფინანსური მხარდაჭერით, მოქმედებს.

„ვაგნერის ჯგუფი“ რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს სამხედრო მიმართულებით ატარებდა უკრაინაში, სუდანში, სირიასა და ლიბიაში. ამ ჯგუფის წევრები განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევიან.

რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობამ აფრიკაში, ვაგნერის დაჯგუფებას ბრალი დასდო „ლიბიის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმდების გართულებაში“, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო წარომადგენლობის განცხადებას თან ახლდა ფოტო მასალაც.

ანა ბორჩევსკაია, „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტიდან“ თვლის, რომ ეს სანქციები იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლოდან აკვირდება და ყურადღებას აქცევს ამ დაჯგუფების ქმედებებს:

„ვფიქრობ, რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე ერთჯერადი გაფრთხილება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვაგნერის ჯგუფის და, უფრო ფართოდ კი რუსეთის მოქმედებები აფრიკაში ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და [ამერიკის] ადმინისტრაცია ნამდვილად ცდილობს, რომ ეს საქმიანობა, როგორმე შეაჩეროს. თუმცა, რამდენად ეფექტური იქნება სანქციები, ვფიქრობ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პრიგოჟინს სანქციები 2018 წელს, ამერიკის არჩევნებში ჩარევისთვის დაუწესეს. თუმცა, ამ ჯგუფის მოქმედებები, მაინც გრძელდებოდა. ახლანდელი ნაბიჯი, ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ [ამერიკაში] “ვაგნერის” ქმედებებს საკმაოდ სერიოზულად უყურებენ’’, ამბობს ექსპერტი.

თუმცა, 2018 წლამდე, სანქციები პრიგოჟინისთვის 2016 წელსაც დააწესა ამერიკამ. მაშინ, უკრაინის ოკუპაციის ხელშეწყობის მიზნით, რუსეთისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა პრიგოჟინი სანქცირებული პიროვნებების სიაში შეიყვანა.

პრიგოჟინის და მისი „ტროლების ქარხნის“ სახელი, ამერიკაში კიდევ ერთხელ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების დროს ამოტივიტივდა. არჩევნების შემდეგ, პროკურორ რობერტ მალერის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, სწორედ პრიგოჟინის „ტროლების ქარხნის“ მიზანი იყო არჩევნებში ჩარევა და ისინი ამ გეგმაზე 2014 წლიდან მუშაობდნენ.

რაც შეეხება „ვაგნერის ჯგუფს“. ისინი ძალიან აქტიურად ატარებენ რუსულ სამხედრო ინტერესებს აფრიკის კონტინენტზე და არა მხოლოდ. ამ დაჯგუფების წევრები სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ სირიაში, ცენტრალურ აფრიკასა და ლიბიაში მიმდინარე ბრძოლებში.

კიმბერლი მარტინი, კოლუმბიის უნივერისტეტის პროფესორი „ვაგნერის დაჯგუფებას“ ორ წელიწადზე მეტია იკვლევს. ის ამბობს, რომ სამხედრო დაჯგუფების წევრები პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან. მისი თქმით, წლების განმავლობაში ის, რაც თითქოს, თავდაპირველად მცირე სამხედრო ჯგუფად იყო მიჩნეული, ახლა იმდენად შეიცვალა, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ რეგიონებში, სადაც ისინი იბრძვიან.

„ვაგნერის დაჯგუფება პირველად, აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წელს გამოჩნდა. კერძო სამხედრო დაჯგუფებები რუსეთში არაკონსტიტუციური და არალეგალურია, თუმცა, პუტინს ბევრჯერ ჰყავს “ვაგნერი” საჯარო გამოსვლებში ნახსნები. ის ამბობს ხოლმე, “აცადეთ გააკეთონ რაც სურთ მსოფლიოს მასშტაბით, აკეთონ ფული იმით რასაც ჩადიან, ოღონდ ნუ დაარღვევენ კანონს სახლში [რუსეთში].” ვინაიდან ისინი სახლში არაკანონიერ დაჯგუფებად ითვლებიან, ეს უკვე გვაძლევს წარმოდგენას იმაზე, თუ რამდენად კორუფციულია რუსული სისტემა“, ამბობს მარტინი.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ წევრები დაქირავებული სამხედროები არიან და ისინი ფულს იღებენ იმაში, რასაც აკეთებენ, ისინი ღრმად “პატრიოტებიც” არიან და საქმეს მაშინ ჰკიდებენ ხელს თუ სჯერათ, რომ ეს რუსეთს აწყობს.

წყარო: ამერიკის ხმა

ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავენ. მისი განმარტებით,...

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სუს-თან პიანინოზე დაუკრა

საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა ოპოზიციიდან, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების...

სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი 62 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მეუფე სერგი...

გამოჟონილმა დოკუმენტებმა შოკში ჩამაგდო, ტოტალური მოსმენებია – ომბუდსმენი

„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ...

“სისხლიანი” ბანერები ქვეყანაში – ელენე ხოშტარიამ ცესკოში საჩივარი შეიტანა

პარტია დროას ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით ცესკოში საჩივარი შეიტანა. მისი განცხადებით,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს,  თბილისის დროით 18:34 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა...

საბჭოთა კავშირის გარდა არასდროს დაშვებულა მსგავსი პრეცედენტი – მამა ანდრია ბერების განკვეთაზე

"დღეს გაოცებული ვუსმენდი ერთ-ერთ ეპისკოპოსს, რომელმაც ეკლესიიდან ,,განკვეთა'' და ლამის შეაჩვენა ბერები. დამატებითი დახმარებისთვის...

თბილისში 20 წლის ბიჭს ეძებენ

თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გუშინ, საღამოს საათებში, ნახალოვკაში,...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...