ძირითადი ეფექტი არის ის, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ისედაც გაუფასურებული კურსი შეინარჩუნოს როგორმე. გარკვეული რისკი ბაზარმა დაინახა და შესაბამისად, ის ცდილობს, რომ აკუმულირება მოახდინოს სავალუტო რესურსის და ამგვარად დააზღვიოს ის რისკი, რაც შეიძლება მომავალში ჰქონდეს. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება არასწორ შედეგებს დაიწერს და არჩევნებს გააყალბებს, არ არის გამორიცხული, რომ ამას მოყვეს სანქციები, ვალუტის გაუფასურება. სხვა მენეჯმენტის პირობებშიც, მე დარწმუნებული ვარ, ეროვნული ბანკი ასე ღიად არ ჩაერეოდა წინასაარჩევნოდ სავალუტო ბაზარზე, თუმცა დღევანდელი მენეჯმენტი ეროვნული ბანკის არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და ძირითადად “ქართული ოცნების” პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვება”,

ასე აფასებს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ნათია თურნავას მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას.

ცნობისთვის, დღეს  გამართულ სავალუტო აუქციონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.