მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას აღარ მივიღებ – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ფორსირებულად გრძელდება.

”დღეიდან უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ მქონდა ბრიფინგი.

მე მივიღე გადაწყვეტილება, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობა აღარ მივიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიმდინარე იმ პროცესში, რომელიც საქართველოსთვის საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას.

მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის დაპაუზებას, არც საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არც საბჭოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა ამ ვალდებულების შესასრულებლად. ამაზე მიუთითებს ის, რომ დღესაც გრძელდება შერჩევის პროცესი.

ამჟამად კანდიდატების მოსმენები უკვე დასრულებულია და დღეიდან 25 მაისიდან, იუსტიციის საბჭო იწყებს კანდიდატების შეფასებას.

მნიშვნლოვანი გარემოება, რამაც კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლა დააჩქარა არის ის, რომ უკანასკნელ დღეებში ზედიზედ ოთხმა კანდიდატმა უკან გაიტანა განაცხადი. აღნიშნული პირები გასაუბრებაზე უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა მათ კანდიდატურები მოხსნეს, რაც ვფიქრობ, რომ უცნაური შემთხვევაა. ამით გზა გაეხსნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უფრო მოკლე ვადაში გადასულიყო დარჩენილი 38 კანდიდატის (რომლებთანაც გასაუბრება უკვე ჩატარებულია) წერილობით შეფასების ეტაპზე.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც განაცხადი უკან გაიტანეს ესენი არიან:

მოსამართლე გოგოლაური თათია

ერთ-ერთი იურიდიული ფირმის იურისტი და ყოფილი პროკურორი უბილავა გიზო

სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი, ფოლადიშვილი ლეილა

მოსამართლე ჭიჭილეიშვილი ნანა

ნათლად ჩანს, რომ არათუ არ სრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მკაფიო ჩანაწერი – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის შეჩერების შესახებ, არამედ ფორსირებულად გრძელდება ეს პროცესი.

აქვე მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ ​მოსამართლეობის კანდიდატებთან.

ამიტომ მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს კანდიდატირების შერჩევის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი 20-30 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში იქნებიან ე.წ. ჩინჩალაძის კლანის მიერ შერჩეული მოსამართლეები.”- წერს ჯანეზაშვილი.

სამეგრელოში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც 8 წლის ბავშვი გააუპატიურეს

სექსუალური ძალადობა 8 წლის ბავშვზე - სამეგრელოში ორი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არასრულოვანი ჯერ...

დადასტურდა COVID-19-ის 699 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:20 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან...

უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა,...

გახარია ცალსახად მესამე ძალაა, მის გარეშე ვერც ოცნება და ვერც ენმ ვერ გაიმარჯვებს –...

"გახარია ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე და თავის ტკივილი ქართული ოცნებისთვის. ის არის ცალსახად,...

ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ...

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...