მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით ფინეთი ნატოს შეუერთდება – ტიტი ტუპურაინენი

“მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით ფინეთი  ნატოს შეუერთდება “- ამის შესახებ, ფინეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში ტიტი ტუპურაინენი აცხადებს. 

“როგორც ჩანს ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უმრავლესობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების მომხრეა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს პარლამენტში უნდა განვიხილოთ. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ამის დიდი ალბათობაა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული,” – განაცხადა ტუპურაინენმა.