მოსახლეობის 45% COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს – IRI

აერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 45% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

მოსახლეობის 19% აცხადებს, რომ აიცრებიან რაღაც დროის გასვლის შემდეგ. 18% აცხადებს, რომ აიცრებიან როგორც კი მათთვის სასურველი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. მოსახლეობის 7% კი აცხადებს რომ იაცრება მხოლოდ მას შემდეგ, თუ კანონი ან დამსაქმებელი აცრას დაავალდებულებს.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.