უკრაინული მედია Українська правда-ს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო. წყაროს თქმით, მოსკოვს ყველა გაშვებულმა დრონმა მიაღწია.
- “მოხალისეებისა და სტრუქტურების კოოპერაცია გვაძლევს კარგ რეზულტატებს, გაგრძელება იქნება”. – თქვა მედიის წყარომ, რომელიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობს.