მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ერთი დრონი დომოდედოვოს მახლობლად ჩამოაგდეს, მეორე კი მინსკის გზატკეცილთან.
“აღმოვაჩინეთ ორი საბრძოლო დრონის ქალაქში შეჭრის მცდელობა. საჰაერო თავდაცვამ ორივე მათგანი ჩამოაგდო” – წერს სობიანინი Telegram-ზე.
მისივე მტკიცებით სამიზნე მოსკოვი იყო. დაშავებულების ან და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.