მოსკოვის ცენტრში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე, შემდეგ მედიებშიც გავრცელდა. ერთი უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი  აპარატის ფრაგმენტები კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აღმოაჩინეს.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, “დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე”.

მისი ცნობით, მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.