რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, ФСБ-ს ყოფილი გენერალი ევგენი ლობაჩოვის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი სადარბაზოში მისმა მეუღლემ იპოვა.
ლობაჩოვს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. იქვე იყო TT-ს მარკის პისტოლეტი. ერთ-ერთი ვერსიით, გენერალმა თავი მოიკლა.
“76 წლის ლობაჩოვის ცხედარი კაჩალინსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა”, – განაცხადა სამართალდამცავი უწყების ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა ТАСС-თან.