მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას. გამოკითხულთა, 60%-დან  „სრულიად არ უჭერს მხარს”  – 42%,  „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“ – 18%.

„წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოირჩეოდა მუდმივი ოპტიმიზმით. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია იცვლება. მოქალაქეები სულ უფრო მეტად ღელავენ ეკონომიკურ საკითხებზე, პანდემიასა და მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76 პროცენტი თვლის რომ გასული წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად გაუარესდა“ (37%) და „მნიშვნელოვნად გაუარესდა“ (39%). გამოკითხულთა 63% მიიჩნევს რომ მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო 71% თვლის რომ ეკონომიკური მდგომარეობა „მეტ-ნაკლებად“ ან „ძალიან“ ცუდია. გარდა ამისა, გამოკითხულთა 65% უმუშევრობას ქვეყნის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ასახელებს, 41 პროცენტს თვლის, რომ ეს პრობლემა მწვავედ დგას მათ ქალაქში, ხოლო 34 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევრობა მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 59% კმაყოფილია მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის მეტ-ნაკლებად კმაყოფილია“ (44%) და „ძალიან კმაყოფილია“ (15%). ეს მონაცემი IRI-ს მიერ, 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მაჩვენებელთან შედარებით 20%-იან ვარდნას წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოსახლეობის 45%-მა პროცენტმა გამოთქვა კმაყოფილება, მაშინ როდესაც 2020 წლის ივნისის კვლევაში ეს მონაცემი 56%-ია. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის 42% – „სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – „გარკვეულწილად არ უჭერს მხარს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.

ეს მიგნებები არის მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სურთ მოქმედი პარლამენტი, რომელიც მათ საჭიროებებსა და პრობლემებს წარმოადგენს“, – განაცხადა ნიქსმა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი...

მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რაც განმუხტავს რადიკალიზაცას – ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას -განაცხადა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ...

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება – თალაკვაძე

გახარიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა არათანმიმდევრული დამოკიდებულება -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ის არათანმიმდევრული...

გიორგი გახარიას გუნდმა “ქართული ოცნება” დატოვა

გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. კერძოდ, მმართველი პარტია...

სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს – პაატა იმნაძე

''სასაფლაოზე ქეიფი უნდა აიკრძალოს ''- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896...

პოლიციამ „გუმათჰესთან“ რკინის ბარიკადები აღმართა

ცოტახნის წინ ხმაური მოჰყვა, რკინის ბარიკადების აღმართვას "გუმათჰესთან". აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ხმელიძის განცხადებით, მათ...

პროკურატურამ დააკავა ჯგუფი, რომელმაც ფრანგულ კომპანიას საქართველოში მოტყუებით 450 000 დოლარი გადმოარიცხინა

პროკურატურამ საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.  მომხდართან დაკავშირებით,...

სხვა სიახლეები

“მის მსოფლიო 2020“ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც სცენაზე სკანდალი მოაწყო. ნახეთ ვიდეო

შრი–ლანკის პოლიციამ მის მსოფლიოს ტიტულის მფლობელი დააკავა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის მის შრი–ლანკას გვირგვინი წაართვა. პუშიპკა დე სილვა, რომელმაც წელს გათხოვილი ქალების სილამაზის...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო