მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 ივნისს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა.
“მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ”-წერს გუგეშაშვილი.
ნიკოლოზ გუგეშაშვილს სტატუსი სოციალურ ქსელში 2 საათის განმავლობაში იყო განთავსებული. თუმცა ახლა სოციალური ქსელიდან წაშლილია.