“მოქმედებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ! მტკიცედ დადექით, ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით” – ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს და ქვეყნის საზღვრისპირა სამხრეთის ადგილობრივ და რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელებს მიმართავს.
”ჩვენ ახლა სპეცოპერაციის შუაგულში ვართ. მე ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი განსაცდელი გადაიტანეთ. რასაც ჰამასი განიცდის ისიც მძიმე და საშინელი იქნება; ჩვენ უკვე ამ ოპერაციაში ვართ და მხოლოდ ეხლაღა ვიწყებთ მოქმედებას. თქვენი ხელმძღვანელობა ამ რთულ დღეებში ძალიან ძლიერი იყო. სახელმწიფო ყველა თქვენგანის დასახმარებლად არც ერთ ქვას არ დატოვებს გადაუბრუნებელს. გთხოვთ მტკიცედ დადგეთ, რადგან ჩვენ ახლო აღმოსავლეთს შევცვლით. გეხვევით. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ერთობლივი ძალით დავამარცხებთ”. – ამბობს ნეთანიაჰუ.