მოძალადეზე ელექტრონული სამაჯური პირველად გამოვიყენეთ – შსს

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველად დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ რ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”. მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

ჩვენს 4 თანამშრომელს მარნეულში თავს დაესხნენ – ჟურნალისტს თავი გაუტეხეს – მთავარი არხი

"მთავარი არხის" ინფირმაციით, მათ გადამღებ ჯგუფებს მარნეულში თავს დაესხნენ. არხის 2 ოპერატორსა და 2...

მადლობის მოსმენა არ მიყვარსო, მაგრამ მადლობა ბიძინა ივანიშვილს – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს "განსაკუთრებულ მადლობას" უხდის. მისი თქმით, ივანიშვილი ყოველთვის გვერდში ედგა...

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება მან ტვიტერზე გამოაქვეყნა. "კორონავირუსის ტესტის...

თეა წულუკიანი გადადგება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. მან მინისიტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარადგენისას თქვა, რომ 2 დღეში...

აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების ჩვენს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებაში წერია, რომ გამოძიების...

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს...

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ერთ-ერთი შენობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს,...

თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო