მსოფლიო ბანკი უკრაინას 723 მილიონ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას $723 მილიონს გამოუყოფს. გადაწყვეტილება აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო. დახმარების პაკეტის მიზანია უკრაინაში გადაუდებელი სიტუაციის გამო ეკონომიკის აღდგენის დაფინანსება.

დახმარება მოიცავს “თავისუფალი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს”, $489 მილიონის ოდენობის სესხსა და გარანტიებს, IBRD-სგან, ნიდერლანდებისგან და შვედეთისგან. ასევე, დახმარებაში შედის $134 მილიონის გრანტები და $100 მილიონის პარალელური დაფინანსება.

მსოფლიო ბანკის ცნობით, ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინის მთავრობას ხალხისთვის სერვისების მიწოდებაში, საავადმყოფოების თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდაში, პენსიების გაცემასა და დაუცველთათვის სოციალური პროგრამების მიწოდებაში.

მსოფლიო ბანკისვე განცხადებით, ამზადებენ 3 მილიარდ დოლარის ოდენობით უკრაინის მხარდაჭერის პაკეტს უახლოეს თვეებში და დამატებით დახმარებას მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ.