მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა. მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.
„გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე წარმომადგენელმა“ – აღნიშნულია განცხადებაში.