პირველად რუსულმა ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს UPAB-1500V მართვადი რაკეტა (ინდექსი K029B), წონით 1,5 ტონა. ამის შესახებ Defense Express შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
რამდენიმე კვირის წინ, ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენება შენიშნეს ჩერნიგოვის რაიონში, ჭურვის ფრაგმენტზე აღნიშნული იყო UPAB-1500V.
პირველად, ეს რაკეტა საექსპორტო ვერსიაში K029BE ინდექსით 2019 წელს იქნა დემონსტრირებული. ის შექმნა “GNPP რეგიონის კომპანიამ“, რომელიც “ტაქტიკურ სარაკეტო კორპორაციას“ ეკუთვნის.
იმავე 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ეს ბომბი უკვე გამოცდილი იყო და შევიდა რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალების შეიარაღებას დაემატა.
რა არის ცნობილი ახალი UPAB-1500V რაკეტის შესახებ?
UPAB-1500V მიეკუთვნება მართვადი საბრძოლო მასალის კატეგორიას, მას აქვს ინერციული და სატელიტური სანავიგაციო სისტემა. ჭურვი შექმნილია უაღრესად დაცული ობიექტების განადგურებისთვის, მისი ქობინი იწონის 1010 კგ-ს, გამოცხადებული დიაპაზონი 40 კმ-ია, ხოლო ჭურვის მატარებლისთვის აუცილებელია ჰაერში 14 კმ-ის სიმაღლეზე აწევა.
„GNPP „რეგიონმა“ ასევე შეიმუშავა ასეთი ბომბის უფრო მცირე ვერსია – UPAB-500V 505 კგ მასით, 390 კგ ქობინით.