“მჯეროდა მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. ეს იმედი დასრულდა” -ამის შესახებ, ნათქვამია ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის დავით სოლომონიას განცხადებაში, რომელიც თანამდებობიდან გადადგა.
გადადგომის წერილს სოციალურ ქსელში სოლომონიას და, ნინო სოლომონია აქვეყნებს.
“საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ყოფნის სამი ათეული წლის უდიდესი ნაწილი მიეძღვნა ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას.
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი პროფესიული ვალდებულებები შენს ცხოვრებისეულ არჩევანს ემთხვევა.
მე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს, ვიდრე მჯეროდა, რომ სულ მცირე გავლენის მოხდენა შემეძლო პროცესებზე. დღეს ეს იმედი დასრულდა.
ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას”. – ნათქვამია გადადგომის წერილში.