ნადიმ ხმალაძე დააკავეს, სახლში მიდიოდა და გააქრეს – გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა ” სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც საქართველოში გუშინ, 7 მარტს დაბრუნდა და პარლამენტთან რუსულ კანონსაც აპროტესტებდა, დააკავეს.

“ერთი საათით ადრე დამირეკა, მთელი დღეა დამყვებიანო. სახლში მიდიოდა. სხვა არაფერი ვიცი, გააქრეს”- ამბობს მაქარაშვილი “ტაბულასთან” საუბარში.