ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდავალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნავალნი ” ციხეში არ გარდაცვლილა, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა”.
ნაუსედა აღნიშნავს, რომ ნავალნის სიკვდილის მიზანი, რუსული ოპოზიციის გაჩუმებაა.
”ალექსეი ნავალნი ციხეში არ გარდაცვლილა, ის კრემლის სისასტიკემ მოკლა. მკვლელობის მიზანია ნებისმიერ ფასად ოპოზიციის გაჩუმება. რუსეთის რეჟიმს უნდა დაეკისროს შედეგები. მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე” – განაცხადა ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.
Alexei Navalny didn’t die in prison, he was killed by the Kremlin’s brutality and its aim to silence the opposition at any cost.
Russia’s regime must face consequences. It must be brought to justice.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) February 16, 2024
ცნობისთვის, დღეს 16 თებერვალს, რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა.
- “16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ, უკვე აცნობეს პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს. “რამდენადაც ვიცი ფედერალური პენიტენციური სამსახური ყველა მოქმედი წესის დაცვით არკვევს მომხდარის დეტალებს. საქმე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს, ვინაიდან ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს განსაზღვრული წესები. არ ვიცი სიკვდილის მიზეზი, მედიკოსებმა უნდა დაადგინონ”. – ამბობს პესკოვი.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააკავეს. ნავალნი ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.