საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგული გამოცემასთან „კვირის ჟურნალი“ (JDD) ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირება აუცილებელია.
„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი პირველი არხის ცნობით.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.