ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს – ბრიტანეთის დაზვერვა

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ბახმუტს ალყაში მოაქცევს ” – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოელდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. ასევე როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო 4 დღის განმავლობაში რუსეთისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალებმა ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს დონბასის ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ მის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.

“ბახმუტზე მზარდი ზეწოლის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მალე ქალაქს ალყაში მოაქცევს, რადგან უკრაინული ძალები მომარაგების არხების კონტროლს და სტაბილური თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას განაგრძობენ”. – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.