„ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ნარმანია

„ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.  მისი თქმით, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

„ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული. ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტს და შესაბამისად, ეს დეფიციტი ივსება იმპორტით. როცა ელექტროენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით, ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში, უნდა იქნას გადარიცხული. რამდენიმე ქვეყანას, საიდანაც ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ამ ქვეყნებში გაედინება ვალუტა ჩვენგან, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარება, როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის „ნამახვანჰესის” ენერგიის გამომუშავებაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,- განაცხადა დავით ნარმანია.

ნარმანიას, განცხადებას სოციალურ ქსელში,  ეკოლოგი და „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი  ეხმაურება. 

“ნარმანიას განცხადება მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. კომპანია “ენკასთან”, ისევე როგორც ყველა ახალაშენებული ჰესის მფლობელთან, საქართველოს ბიუჯეტიდან ანგარიშსწორება ხდება აშშ დოლარებში. კონკრეტულად ენკას უნდა გადავუხადოთ 6.2 აშშ ცენტი 1 კილოვატ-საათში. ამ ფასის ასახვა სამომხმარებლო ტარიფში აუცილებლად გაუძვირებს მოსახლეობას დენის გადასახადს. იმის გათვალისწინებით, რომ ნარმანია არის ფინანსისტი/ეკონომისტი და არა გარემოს დაცვის ან ენერგეტიკის სპეციალისტი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მიზანმიმართულად, შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას” – წერს ირაკლი მაჭარაშვილი. 

ცნობისთვის, მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობა 3 თვეზე მეტია აქციებს მართავს და მშენებლობას აპროტესტებს. კასკადის პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ ის ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია “ენკა” ახორციელებს.ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრები დღეს  ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან, დაკმაყოფილდება თუ არა მათი სამი მთავარი მოთხოვნა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი დიალოგის გაგრძელება.

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...