ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 08:48

„ნამდვილად ყველას ყველაფერი ახსოვს… დანარჩენზე სასამართლოში“ – ხაზარაძე კალაძეს

„ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში“, – პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს პასუხობს.

კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

„ყველამ კარგად იცის, ვის რა წარსული აქვს, იმავე „ხანდაზმული თაღლითების“ პარტიის ლიდერები რით იყვნენ დაკავებული. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ლელო“, პირობითად ვიძახი, რაღაც ახალი პარტიაა და ახალი სახეები არიან, ვინ არიან ახალი სახეები? ხაზარაძეა ახალი სახე? ვინ არის ახალი სახე? ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? სამადაშვილია ახალი სახე? ეს რეალურად არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“.  შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და ხელის ბიჭი იყო სააკაშვილის, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს”, – თქვა კალაძემ სხდომაზე.

ამ განცხადების პასუხად ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა არქივი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.