“ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით, დღეს, 18:00 საათზე გორის საკრებულოს შენობასთან აქცია დაანონსდა.
„მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტებს, დღეს ყველას გელოდებით გორში! ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი, ეს ყველაფერი საქართველის ღირსებაზე გადის!“ – წერს აქციის ორგანიზატორი.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ The New York Times-თან ინტერვიუში2008 წლის ომზე ისაუბრა და თქვა: „რუსები აქ მოვიდნენ, როგორც შვიდობისმყოფელები და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, გჯერათ?! რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამდენ ზიანს მოგვაყენებდნენ“.