შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია.
“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ჯ.ნ.; 1979 წელს დაბადებული ი.მ.; 1972 წელს დაბადებული ა.ლ.; 1994 წელს დაბადებული გ.ფ.; 1994 წელს დაბადებული გ.ქ.; 1998 წელს დაბადებული გ.გ.; 1987 წელს დაბადებული ბ.ხ.; 2003 წელს დაბადებული ტ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ.; 1957 წელს დაბადებული ო.ე.; 2001 წელს დაბადებული ბ.ვ.; 2000 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული ხ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1988 წელს დაბადებული მ.ხ.; 1993 წელს დაბადებული ჯ.ჯ.; 1974 წელს დაბადებული მ.მ.; 1978 წელს დაბადებული ზ.ა. და 1982 წელს დაბადებული კ.დ.; 1983 წელს დაბადებული ზ.ე.; 1985 წელს დაბადებული თ.ვ.
ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული ა.ა.; 1989 წელს დაბადებული ს.ფ.; 1996 წელს დაბადებული ზ.ს.; 2003 წელს დაბადებული ხ.ს.; 1994 წელს დაბადებული მ.ა.;
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული ს.მ.; 1958 წელს დაბადებული შ.გ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული გ.დ. და 1983 წელს დაბადებული გ.ს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მდმა“, „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 19-25-260-ე, 265-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.