ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. იზოლატორთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ საჩივარი არ მიიღო.