აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ნატა ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.
“სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – აცხადებს აქტივისტი ფორმულასთან საუბრისას.