7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ რამდენიმე წამის წინ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ციხის დატოვების შემდეგ ნიკა მელიამ თქვა, რომ შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ მიიღებდნენ. ის ბოლო კვირებში რეგიონებში პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ხვდებოდა. ასევე, კონსულტაციებისთვის ჩასული იყო უკრაინაში ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარესთან, მიხეილ სააკაშვილთან.
გარდა ამისა, პარტიის განცხადებით, მათ ამის შესახებ კვლევაც ჩაატარეს.