ნაციონალური მოძრაობის კოლონას ქართული მარშის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფონიჭალის გზაზე ნაციონალური მოძრაობის კოლონას ფიზიკურად ქართული მარშის წევრები გაუსწორდნენ.  ქართული მარშის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას აქციაზე რუსთავიდან მომავალ კოლონას ჯერ გზა გადაუკეთეს, შემდეგ კი მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

“თქვენ ხართ მკვლელები და ჯალათები”, – სკანდირებდნენ ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები.