სახელისუფლებო მედიის POSTV–ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ტელევიზია მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადაყავს.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს”
“POSTV“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები – განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!”,– წერს ნაცვლიშვილი.