ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს – ჟორჟოლიანი

”ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს”- ამის შესახებ ტელეწამყვანი და  ნანუკა ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხმა ენმ-ს მხარი იმიტომ დაუჭირა რომ ეს მთავრობა შეეცვალათ. ჟორჟოლიანი წერს, რომ პარლამენტში ჯდომით ვერაფერი შეიცვალა მშიერი ადამიანებისთვის ხოლო ვინც დაიღალა პარტიაში ბრძოლით, შეუძლია სახლში წავიდეს.

”კიდევ ერთი და ჩემი ბოლო პოსტია პოლიტიკაზე. მერე მეც პეპლებზე დავიწყებ წერას და ჩემი ეს განწყობა არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელ ოპოზიციის ბრალია.

ზოგადად, ეს ნიჰილიზმი რაც ხალხშია, ამჯერად ოპოზიციის მხრებზე კიდია და ესაა მთავარი იარაღი, რითიც ბიძინა იგებს. ხალხს უკვე ყელში აქვს ეს პოლიტიკური მარაზმი.

ნაციონალურ მოძრაობას ხალხმა ხმა მისცა იმიტომ რომ ეს მთავრობა შეეცვალათ. თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს. პარლამენტში ჯდომით ვერასოდეს, ვერაფერი შეცვალეთ მშიერი ადამიანებისთვის.

ხალხი ფიქრობს რომ ნიკა მელიაა ლიდერი. იმიტომ რომ თავი შეწირა და ელისაშვილს არ დაემსგავსა. რეგიონებში ვიყავით გამოკითხვაზე და წადით, კითხეთ რას ფიქრობენ ისინი. ადამიანებს კითხეთ როგორ უნდა მოიქცეთ, შეეშვით პოლიტსაბჭოს, პარტიაში განხილვას, მიშასაც ნუ კითხავთ, ხალხს კითხეთ სოფლებში.

წარმომედგინა რომ ნიკა, ხატია, ელენე, თინა, ახალგაზრდები გაიშლებოდნენ რეგიონებში, მიიბავდნენ ახალგაზრდებს, ზუსტად ისეთ მოდელებს შექმნიდნენ ქვეყნის მასშტაბით, როგორც თბილისში შექმნეს საკუთარ საარჩევნო შტაბებში და დაიწყებოდა ახალი მოძრაობა.

შეხედეთ როგორ გამოიყურებიან პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან და იმედია არ გინდათ მათ გავდეთ. მესმის რომ დიპლომატიური კორპუსის ტყვეობაში ხართ, მაგრამ აქეთ თქვენი ამომრჩეველია, რომელსაც დაკარგავთ.
ნაციონალურ მოძრაობაში ვინც დაიღალა ბრძოლით იქნებ სახლში წავიდეს და გზა დაუთმოს სხვებს.

პ.ს. კიდევ კარგი წყალტუბოდან-თბილისში ჩამოვედი და ელენეს მივეცი ხმა. ძალიან ღირსეულად გამოიყურება დღეს .”-წერს ჟორჟოლიანი.

დარწმუნებულები ვართ, დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას – თურნავა

"რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც...

მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაში 11.5 მლნ გადაიხადოს

თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი...

ყველას მართებს საქართველოში კონსტიტუციის პატივისცემა – ოხანაშვილი დეგნანზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება და...

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა. რაისი არის ირანის მთავარი მოსამართლე და...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ...

მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშოროების საბჭოს მოწვევა – ნათელაშვილი აიბღას ანექსიაზე

"როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი საქართველოს ხელისუფლება. არცერთი პროტესტი, არცერთი განცხადება. მე მოვითხოვ, საქართველოს...

არ უნდა მოესმინათ, ეს ჩანაწერები არ უნდა არსებულიყო – ხვიჩია ბერა-ღარიბაშვილის ჩანაწერებზე

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება პროკურატურის განცხადებას ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის...

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ 826 000 დაიხარჯა, თუმცა სარემონტოა – ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 დაიხარჯა, თუმცა მეტრო...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...