ვნახეთ, რომ ქუჩაში იდგა არა იმდენი ადამიანი, როგორც მაგალითად, რუსულ კანონზე.
მე არავის არ ვამტყუნებ, არავის არ ვამუნათებ, მაგრამ მინდა, რომ სიმართლე ვთქვა.
მე თვითონ, როგორც ვიღებ, მე თვითონ ვიღებ სიმართლეს ჩემი მიმართულებით თუ ოპოზიციის მიმართულებით.
აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში.
ამას აკეთებს ხალხი პირველ რიგში, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, მათ შორის პოლიტიკოსებისთვის, რაღაც შესაძლებლობების მიცემით, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ.
ერთ ნაწილში როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ, რომ “კოალიცია გვინდა” და “ბელადი არ გვინდა” და “ლიდერი არ გვინდა” და ა.შ.
მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა რაღაც განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ “ბელადი გვჭირდება” და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის.
უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვჭირდება, როგორი მეთოდებით გვინდა სიარული და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა.