ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა მოპარეს

ნეაპოლში საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლი გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა CalcioNapoli24 ავრცელებს.

მძარცველებმა, კუმეს დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.

მომხდარის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილით აცნობა.