“დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დათმობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს და გაატარებს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად, საქართველო არ იყიდება და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს – ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ თუ ა.შ. საქართველო არ და ვერ გაიყიდება, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესს და ამ ქვეყნის ინტერესს.
მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, რომელიც აღნიშნულზე განცხადება გააკეთა. მიზანმიმართულად ხდება, რომ ცდილობენ, როგორმე გააუფერულონ აღნიშნული განცხადება და ისე მოგვევლინებიან ხოლმე, რომ “მაგას როგორ იკადრებენ, როგორ გაბედავენ ასეთ რამეს”, ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ნეტავ, ვინმემ რამე გაბედოს, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში”,
თბილისის მერი, კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “გადატრიალების” შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.