მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია 10 დღეზე მეტია რაც აქვს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელი პარტნიორებისა და სახალხო დამცველის რჩევით მიმართა.
“ინფორმაცია ეხება, ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას. ეს ასე ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ, ამჯერად ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია გულწრფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაც პროვოკაცია, თუმცა იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, რომ დაშვება შესაძლებელია, რომ ეს სიმართლე იყოს”.ორი რამის გამო მოვედი აქ. პირველი, სული ტკბილია და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგრამ, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახლემწიფოსთვის. ამ სახელმწიფოს ჰქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც აქ რუსულ პოლიტიკას ატარებს. ამიტომ, ჩემთვის ეს როგორც პირადი საკითხია, ასევე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.