ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას “ქართული ოცნების” ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა ის გირაოს.

“30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ, ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება არამარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.