ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს

პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მელიას საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, ნიკა მელიას ადვოკატები არ შეუშვეს.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მათი დასწრება სავალდებულოა, რადგან მხარეს წარმოადგენენ.

“ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?!

უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია”, – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია ფორმულასთან საუბრისას.

დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს, რის შემდეგაც პროკურატურა მის დაპატიმრებას შეძლებს.

“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს” – რუსთავის ციხესთან მელიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

"თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს"- ამ ლოზუნგით რუსთავის ციხესთან, აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები,...

ივანიშვილს წინ დაუდეს სანქციების მუქარა, მოუწევს მელიას გათავისუფლება – სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დაემუქრნენ, ამიტომ ნიკა მელია...

პარლამენტი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მოსმენას გამართავს. ამის შესახებ, პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე...

161-ე საჯარო სკოლის 8 პედაგოგს COVID-19 დაუდგინდა – დგებუაძე

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების ჩატარების შედეგად,...

თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის შსს-ს ერთი თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის...

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 მარტამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს...

კომპანიამ, რომლის 33%-ს ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს, 528 150 ლარის სუბსიდია მიიღო – TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო...

რა გახდა ჯარისკაცის თვითმკვლელობის მიზეზი – გარდაცვლილის მამის კომენტარი

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მორიგეობისას სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. მისი მამის თქმით, თვითმკვლელობა სამსახურეობრივ და...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო