ორშაბათი, 4 მარტი , 2024, 15:09

ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შუწყვიტა. დადგენილებას რეგისტრირებული 83 დპუტატიდან 79-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა არცერთს მიუცია.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატები სხდომა არ ესწრებოდნენ.

მანდატის გაუქმების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 29 ივლისს თავად მიმართა.