კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი ოპოზიციის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ის ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებს, რადგან ისაც უდანაშაულოდ დააპატიმრეს.
“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მხარდაჭერა ნიკა მელიას. სამშობლოსთვის ვარ აქ მოსულა. აქ წყდება ქვეყნის საკითხი – როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. დემოკრატიული მიმართულებით უნდა განვითარდეს. უნდა დასრულდეს მთავრობის მხრიდან უამრავი ტყუილი, გინდა პროკურატურის მხრიდან, გინდა მართლმსაჯულების მხრიდან. უნდა დასრულდეს ტყუილების ტირაჟირება და ხალხის უდანაშაულოდ დაპატიმრება. გასაგებია, რომ საკითხი სხვადასხვა იყო ჩემ შემთხვევაში და მის [ნიკა მელიას] შემთხვევაში, მაგრამ ერთი ესაა, რომ ისიც უდანაშაულოდ დააპატიმრეს და მეც აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვიყავი დაპატიმრებული და ჯერ კიდევ სასამართლო პროცესი მიმდინარებს”,- თქვა მელაშვილმა გამოცემა ნეტგაზეთთან მიცემულ ინტერვიუში.
ამ წუთებში ოპოზიცია ფილარმონიიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავს. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ნიკა მელიას გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს.