ნიკა მელია აპირებს, გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადოს – მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდა “გვერდითა გზებით” უნდა.

“ნიკა მელია, როგორც თვითონ ამბობს, თითქოს გირაოს გადახდას არ აპირებს, სინამდვილეში მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადონ”,– ამბობს ის.

მისივე მტკიცებით, ხელისუფლება მისი გირაოს გადახდას არ აპირებს.

„გარანტიას ვაძლევ პირადად მე და ყველა ჩვენგანი, რომ არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას და არც ამაზე ფიქრს. თუმცა ისინი ჩვენკენ ხელს მაინც იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ტყუილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე ირწმუნება, რომ ნიკა მელიას ანგარიში ღიაა და ბარიერებით არ არის დაცული.

“უნიკალური კოდი, არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება ბრალდებულის, ეს კოდი არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც გახსნილია. გირაოს ანგარიში არის ღია და არ არის კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა”,– ამბობს მდინარაძე.

დღეს ენმ–ს ლიდერმა ნიკა მელია თავის ადვოკატთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მის გარდა მესამე პირი გირაოს ფიზიკურად ვერავინ გადაიხდის. 

როგორი ამინდი იქნება 3 მარტამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე...

დღეს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში...

პრაქტიკულად გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია ციხიდან გამოვიდეს-მდინარაძე მელიაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ხვალვე გამოვიდეს ციხიდან....

გული მწყდება, მთელი საქართველო, მსოფლიო ლაპარაკობდა, ვაშაძეს ხმა არ ამოუღია – მელია

ციხეში მყოფი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს...

საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია – სალომე ზურაბიშვილი

"საქართველო რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარების კუნძულია "- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული...

არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე – შსს ენმ-ს ოფისიდან სერვერების წაღებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც 23 თებერვალს ოფისიდან ამოღებული...

ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური...

კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე –...

„კარგი შვილები გვყავს, სანამ მათაც ახეხინებენ იზოლატორებს და დაარბევენ უმოწყალოდ, გავიწიოთ გვერდზე“, – ამის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო