ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტაილორ ფრიცი 7:6 (3), 6:1 დაამარცხა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს.